Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელებს ორი დღით აეკრძალათ იერუსალიმის ისტორიულ ცენტრში ყოფნა


ისრაელმა პალესტინელებს ორი დღით აუკრძალა იერუსალიმის ისტორიულ ცენტრში ყოფნა მას შემდეგ, რაც ორი ისრაელელი მოკლეს ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს. პოლიციამ 4 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ აკრძალვა ეხება პალესტინელებს აღმოსავლეთ იერუსალიმში და ქალაქის ძველ ნაწილში მისვლის უფლება აქვთ მხოლოდ ისრაელელებს, ტურისტებს, რაიონის მოსახლეობას, ბიზნესის მფლობელებს და სკოლის მოსწავლეებს. პალესტინელების მთავრობამ დაგმო ისრაელი იერუსალიმში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მისი შეფასებით,„ესკალაციის პოლიტიკისთვის“. 3 ოქტომბრის საღამოს პალესტინელმა იერუსალიმის ცენტრში მოკლა ორი ისრაელელი მამაკაცი, დაჭრა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი. ექსტრემისტების ჯგუფი „ისლამური ჯიჰადი“ აცხადებს, რომ თავდამსხმელი მისი წევრი იყო. სხვა ინციდენტის დროს, პალესტინელმა მამაკაცმა დაჭრა გამვლელი დასავლეთ იერუსალიმში. პოლიციელებმა ორივე თავდამსხმელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG