Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ღვინის დღეს აღნიშნავენ


4 ოქტომბერს საქართველოში აღნიშნავენ ღვინის დღეს, რის ძირითად მიზნადაც სახელდება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები ტარდება თბილისში, თელავში, ქუთაისში, რუსთავსა და ამბროლაურში. ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით, გაიხსნა ღვინის ეროვნული ცენტრი, რომელშიც ერთიანდება მცირე მუზეუმი, ენოთეკა, მარანი, სადეგუსტაციო ოთახები და სასწავლო აუდიტორიები. ცენტრი ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ შენობაში განთავსდა და ის 4 ოქტომბერს გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად. ღარიბაშვილის განცხადებით, ჯიღაურას მეურნეობის ტერიტორიაზე აშენდება ქართული ღვინის მუზეუმი, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის წარმოების ისტორია და კულტურა.

XS
SM
MD
LG