Accessibility links

logo-print

22-მდე გაიზარდა ავღანეთში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა, სულ ცოტა, 22 ადამიანი, დაიჭრა თითქმის 40. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება 3 ოქტომბერს საავადმყოფოს დაბომბვასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. ორგანიზაცია “ექიმები უსაზღვრებოდ“, რომელიც საავადმყოფოს ხელმძღვანელობს, იუწყება, რომ დაღუპულებს შორის არის 10 პაციენტი, მათ შორის სამი ბავშვი. აშშ-ის პრეზიდენტმა „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ მოელის სრულ ინფორმაციას ფაქტებზე, რასაც შემდეგ დაეფუძნება სათანადო დასკვნები. ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ ინფორმაციით, საავადმყოფო დაიბომბა საჰაერო იერიშისას და ყუნდუზზე კონტროლის დასამყარებლად თალბებსა და ნატოს მხარდაჭერით მოქმედ ავღანელ სამხედროებს შორის ბრძოლის დროს. ნატოს განცხადებით, თალიბანის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას შესაძლოა მოჰყვა უდანაშაულო მსხვერპლიც.

XS
SM
MD
LG