Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში გააპროტესტეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზის შექმნის გეგმა


მინსკში ასობით ადამიანი შეიკრიბა არასანქცირებულ დემონსტრაციაზე, რომლითაც გააპროტესტეს ბელორუსიაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზის შექმნის გეგმა. 500-მდე დემონსტრანტი ბელორუსიის დროშებს აფრიალებდა მინსკის ცენტრში. შეკრებილებს მიმართა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკოლაი სტატკევიჩმა, რომელმაც დაგმო რუსეთის გეგმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წელს სექტემბერში მოიწონა მთავრობის წინადადება, ბელორუსიასთან გააფორმოს შეთანხმება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო-საჰაერო ბაზის განთავსების თაობაზე. ვარაუდობენ, რომ გეგმას დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდება. რუსეთს ამჟამად ორი სამხედრო ობიექტი აქვს ბელორუსიაში - სარადარო სადგური და წყალქვეშა ნავებთან კომუნიკაციის ცენტრი.

XS
SM
MD
LG