Accessibility links

logo-print

საქართველოში ჯარისკაცი გარდაიცვალა


საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა. განცხადებაში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება პირველი კლასის რიგითის, თამაზ თამარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს თამარაშვილის ოჯახს. მომხდარის მიზეზებზე არაფერს იუწყებიან.

XS
SM
MD
LG