Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ


ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ხმების 90%-ის დათვლას ეფუძნება, ხმების 27%-ით ლიდერობენ სოციალ-დემოკრატები. მეორე ადგილზეა ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკა ატა-იურტი“ (მამული) 20%-ით. სულ ექვსმა პარტიამ გადალახა პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 60%. კენჭისყრის პროცესში ტექნიკური პრობლემები და დარღვევების შესახებ ბრალდებებიც აღირიცხა. ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომ ზოგი პარტია ამომრჩევლების მოსყიდვას შეეცადა, თუმცა ადგილობრივი დამკვირვებლები ამბობენ, რომ არ მიუღიათ ინფორმაცია „ძალიან სერიოზულ დარღვევებზე“.

XS
SM
MD
LG