Accessibility links

logo-print

ქუთაისში მიმდინარეობს პარლამენტარის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი


ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ლორთქიფანიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით, პოლიციის მიერ დაკავებული სამი პირის საქმის განხილვა. ისინი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრები არიან. ინციდენტი 2 ოქტომბერს მოხდა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულთა მხარდასაჭერად 3 ოქტომბერს, ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთმა მხარდამჭერმა, რომლებსაც დღეს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ დაკავებულ პირებს სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს, უვადო შიმშილობას დაიწყებენ.

XS
SM
MD
LG