Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ექიმებმა უსაზღვრებოდ" შეწყვიტეს მუშაობა ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში


ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ექიმები უსაზღვრებოდ“ შეწყვიტა ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში მუშაობა მას შემდეგ, რაც მის საავადმყოფოში, სულ ცოტა 22 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად. ორგანიზაცია ასევე მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას ამ, მისი შეფასებით, სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით. "ექიმები უსაზღვრებოდ" აცხადებენ, რომ 22 ადამიანი, მათ შორის 10 პაციენტი დაიღუპა 3 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმისას. ამასთან ორგანიზაცია უარყოფს, რომ შენობაში ექსტრემისტებიც იმყოფებოდნენ. ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მეამბოხეები საავადმყოფოს იყენებდნენ ავღანელ სამხედროებზე და სამოქალაქო პირებზე იერიშების მოსაწყობად. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ პენტაგონმა დაიწყო გამოძიება საჰაერო იერიშთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად.

XS
SM
MD
LG