Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის აზრით, რუსეთს არასწორი სტრატეგია აქვს სირიაში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ეშ კარტერი ფიქრობს, რომ რუსეთს არასწორი სტრატეგია აქვს სირიაში. კარტერმა 5 ოქტომბერს მადრიდში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთი ახდენს სირიაში სამოქალაქო ომის ესკალაციას და სწორი კურსი იქნებოდა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა იმის ნაცვლად, რაც ახლა ხდება, როცა რუსეთის სამხედრო ავიაცია იერიშებს ახორციელებს სირიის პრეზიდენტის ოპოზიციის წინააღმდეგ. „ჩვენი მიდგომა განსხვავებულია - ის მდგომარეობს მისწრაფებაში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებისა და, ამავე დროს, სირიაში პოლიტიკური გარდაქმნისაკენ. რუსეთს, როგორც ჩანს, სჯერა, რომ შესაძლებელია ერთის გაკეთება მეორის გარეშე, რაც უბრალოდ არ არის რეალისტური. ამდენად, მათი მიდგომა არ არის სტრატეგიულად კარგად გააზრებული და, ამჟამინდელი ფორმით, წარუმატებლობისათვის არის განწირული“, განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა. რუსეთმა 30 სექტემბერს დაიწყო საავიაციო იერიშები სირიაში. როგორც მოსკოვი აცხადებს, ის ყოველდღე ბომბავს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს და ობიექტებს. მაგრამ შეერთებული შტატები, რამდენიმე სხვა ქვეყანა და უცხოელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ რუსეთის საავიაციო იერიშები მიმართულია მეამბოხეებისაკენ, სირიის პრეზიდენტის პოზიციის გასამყარებლად.

XS
SM
MD
LG