Accessibility links

logo-print

ამერიკელი გენერალი: საავადმყოფოზე საჰაერო იერიში ავღანელი სამხედროების თხოვნას მოჰყვა


ავღანეთში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალების სარდალი, გენერალი ჯონ კამპბელი აცხადებს, რომ ავღანელი სამხედროების მიერ იყო მოთხოვნილი საჰაერო დარტყმა, რომელიც 3 ოქტომბერს განხორციელდა ქალაქ ყუნდუზში მდებარე საავადმყოფოზე და რომელსაც 22 ადამიანი შეეწირა. ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ ნატოს ძალებს ადანაშაულებს საავადმყოფოზე საჰაერო ირიშში. როგორც გენერალმა კამპბელმა 5 ოქტომბერს შეერთებულ შტატებში, პენტაგონში გამოსვლისას განაცხადა, ავღანელმა სამხედროებმა მოკავშირეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათ მტრის პოზიციიდან ცეცხლს უხსნიდნენ, რის გამოც აშშ-ის საჰაერო ძალების დახმარებას ითხოვდნენ. კამპბელი როგორც ამბობს, ამის შემდეგ განხორციელდა საჰაერო დარტყმა თალიბანთან დაკავშირებული საფრთხის ლიკვიდაციისათვის და შეცდომით იქნა მოკლული რამდენიმე სამოქალაქო პირი. კამპბელის თქმით, სამხედროები უზრუნველყოფენ ინციდენტის გამოძიების გამჭვირვალობას. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაცით, „ექიმებმა უსაზღვრებოდ“ შეწყვიტეს ყუნდუზში მუშაობა მას შემდეგ, რაც ამ ჰუმანიტარული ორგანიზაციის საავადმყოფოზე საჰაერო იერიში განხორციელდა.

XS
SM
MD
LG