Accessibility links

ბიძინა ივანიშვილის სახლთან აპროტესტებენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, თბილისში იმართება აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებას. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ლორთქიფანიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს. ისინი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრები არიან. ინციდენტი 2 ოქტომბერს მოხდა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG