Accessibility links

logo-print

გაერო: ყუნდუზის საავადმყოფოს დაბომბვის გამოძიება ჩვენთვის ნაადრევია


გაეროს წარმომადგენლის თქმით, აშშ, ნატო და ავღანეთი უკვე იძიებენ ავღანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს, რის გამოც გაეროს მიერ გამოძიების ჩატარების საჭიროება არ არის. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი გამოვიდა მოწოდებით „მიუკერძოებელი“ გამოძიება ჩატარდეს 3 ოქტომბრის ინციდენტის გარშემო, თუმცა მისმა პრესმდივანმა, სტეფან დუიარიჩმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე სხვა ძალების მიერ ჩატარებული გამოძიება უნდა დასრულდეს. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „ტრაგიკული“ ინციდენტი და შეცდომა უწოდეს საჰაერო იერიშს, რომლის შედეგად განადგურდა ქალაქ ყუნდუზში მდებარე საავადმყოფო და დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი. ეს საავადმყოფო ეკუთვნოდა ორგანიზაციას „ექიმები უსაზღვრებოდ“. პენტაგონი აცხადებს, რომ თავდასხმა განხორციელდა თალიბანის იერიშის ქვეშ მყოფი ავღანეთის ძალების თხოვნის საფუძველზე. „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ აშშ-მა ამ თავდასხმით ომის დანაშაული ჩაიდინა და მოითხოვს შემთხვევის „სრული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების“ ჩატარებას.

XS
SM
MD
LG