Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობამ, რომ რუსეთმა შესაძლოა OPEC-თან ითანამშრომლოს, ნავთობის ფასი გაზარდა


5 ოქტომბერს მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის ფასებმა მოიმატა მას შემდეგ, რაც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება OPEC-ის შეხვედრაში, ნავთობის ფასის განხილვის მიზნით. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა 3 ოქტომბერს სოჭი-2015 საერთაშორისო ინვესტორების ფორუმზე განაცხადა, რუსეთმა და OPEC-მა შესაძლოა ტექნიკური საკითხების სპეციალისტების შეხვედრა მოაწყონო. „რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში, რომელზეც ნავთობისა და გაზის ბაზრებზე არსებულ ვითარებას განიხილავენო“, განაცხადა მან. რუსეთი - რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს სამი წამყვანი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნიდან - აქამდე არ მონაწილეობდა ფასების დამდგენ კარტელში, თუმცა ახლა ნავთობის ფასების ვარდნა ნეგატიურად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და საბიუჯეტო შემოსავლებზე. ნოვაკის განცხადებამ ლონდონის ბაზრებზე ნავთობის ფასი 2,3 პროცენტით გაზარდა, ნედლი ბრენტის ფასი ერთ ბარელზე 49,25 დოლარს გაუტოლდა.

XS
SM
MD
LG