Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სეპარატისტებმა გადადეს არჩევნები


აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ გადაწყვიტეს თებერვლამდე გადადონ ადგილობრივი არჩევნები მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ წარმომადგენლებმა, დენის პუშილინმა და ვლადისლავ დეინეგომ ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც 18 ოქტომბერს და 1 ნოემბერს იყო დანიშნული, მომავალი წლისთვის გადაიდება. განცხადება გამოქვეყნდა მეამბოხეების ვებსაიტზე. ტექსტის თანახმად, სეპარატისტებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეისწავლეს 2 ოქტომბერს პარიზში ჩატარებული სამიტის შედეგები. ამ სამიტში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა. პუშილინი და დეინეგო, რომლებიც ეუთოს შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში მეამბოხეებს წარმოადგენენ, აცხადებენ, რომ ისინი არჩევნებს არ ჩაატარებენ დანიშნულ დროს, თუკი უკრაინა სრულად შეასრულებს თებერვალში მინსკში გაფორმებული საზავო შეთანხმების „პოლიტიკურ პუნქტებს“. უკრაინის მთავრობა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები გმობდნენ მეამბოხეთა განცხადებას იმის თაობაზე, რომ არჩევნები ჩატარდებოდა უკრაინის იურისდიქციის გარეთ მყოფ ტერიტორიაზე და ამას უწოდებდნენ მინსკის შეთანხმების უხეშ დარღვევას.

XS
SM
MD
LG