Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: სირიაში „ისლამური სახელმწიფოს 10 სამიზნეზე“ მივიტანეთ იერიში


რუსეთის განცხადებით, მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა 5 ოქტომბერს სირიაში ისლამური სახელმწიფოს 10 სამიზნეზე მიიტანეს იერიში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთი იერიშის დროს განხორციელებული რამდენიმე დარტყმის შედეგად ჰომსის პროვინციაში განადგურებულ იქნა „ისლამური სახელმწიფოს“ სამი საარტილერიო პოზიცია. პარალელურად, რუსეთი აპროტესტებს ჩრდილოეთ სირიის თავზე ფრენის აკრძალვის პერსპექტივას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ბოგდანოვი აცხადებს, „მნიშვნელოვანია დაცული იყოს ქვეყნების სუვერენიტეტიო“. რუსეთი აცხადებს, რომ 30 სექტემბრიდან ახორციელებს შეტევებს „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა ისლამისტური ჯგუფების პოზიციებზე, თუმცა დასავლეთი და სირიის ოპოზიცია აცხადებენ, რომ დარტყმების ძირითადი სამიზნე მთავრობის ოპონენტები არიან. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG