Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი კემპბელი: ყუნდუზის საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმა შეცდომა იყო


ავღანეთში აშშ-ის და კოალიციური ჯარების მეთაურობის განცხადებით, ქალაქ ყუნდუზის საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმა შეცდომა იყო და ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებ აშშ-ის ოფიცრებმა მიიღეს. საჰაერო თავდასხმას ყუნდუზის საავადმყოფოზე, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას „ექიმები უსაზღვრებოდ“ ეკუთვნის, 22 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათეულობით პირი. გენერალმა ჯონ კემპბელმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ აშშ-ის საგანგებო ოპერაციების შენაერთი იმყოფებოდა ადგილზე ავღანეთის ძალებთან ერთად და კონტაქტი ჰქონდა თვითმფრინავ ,„ეი სი-130-თან, რომელმაც ესროლა საავადმყოფოს. საავადმყოფოზე თავდასხმა შეცდომით მოხდა, დაცულ სამედიცინო ობიექტს არასოდეს დავესხმით თავს განზრახ, განაცხადა გენერალმა.

XS
SM
MD
LG