Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას რაშდის გამო ბოიკოტით ემუქრება


ირანი ბოიკოტით დაემუქრა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობას, რადგან იქ მიწვეულია მწერალი სალმან რაშდი, როგორც სტუმარი მომხსენებელი. რაშდის, ბრიტანეთის მოქალაქის, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, მიმართ, ისლამური რესპუბლიკის ლიდერთა მიერ გამოცხადებულია ფათვა. აიათოლა ხომეინიმ 1989 წელს ჩათვალა, რომ რაშდის „სატანური ლექსები„ ისლამის საწინააღმდეგო ღვთის გმობას შეიცავს. ირანის კულტურის მინისტრის მოადგილემ, აბას სალეჰიმ სააგენტო ისნას უთხრა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელობის დარწმუნებას შევეცდებით, შეიცვალონ აზრი რაშდის მიწვევის გამო და თუ მას მაინც მოიწვევენ, სეროზულად ვფიქრობთ, არ მივიღოთ მონაწილეობაო. ფათვა აიძულებდა რაშდის, პოლიციის დაცვით ეცხოვრა. აიათოლა ხომეინის სიკვდილის შემდეგ ირანის ახლანდელმა მმართველმა, აიათოლა ალი ხამენიმ თქვა, რომ ფათვა კვლავ ძალაშიაო.

XS
SM
MD
LG