Accessibility links

ყუნდაზი დატოვა ყველა საერთაშორისო დამხმარე ორგანიზაციამ


ძლიერი ბრძოლებისას საავადმყოფოს დაბომბვის გამო ყველა საერთაშორისო დამხმარე ორგანიზაციამ ქალაქი ყუნდაზი დატოვა. ქალაქში აღარ არსებობს არცერთი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს პრესსპიკერმა იენს ლაერკემ. მიმდინარე კონფლიქტისა და არასტაბილური მდგომარეობის გამო, ყველა საერთაშორისო არასამთავრობო ოგანიზაცია ტერიტორიიდან გაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ავღანეთის მთავრობამ ქალაქზე კონტროლი აიღო, თალიბანი თავს დაესხა სამთავრობო შენობებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს. გაეროს განცხადებით აღნიშნული საავადმყოფო იყო ერთადერთი დამხმარე პუნქტი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 300 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურებოდა.

XS
SM
MD
LG