Accessibility links

logo-print

კონსულტაციები გაგრძელება რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსეთმა და საუდის არაბეთმა გასულ კვირას ნავთობის ბაზარი განიხილეს და კონსულტაციების გაგრძელება გადაწყვიტეს. რუსეთი, ამჟამად მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მიმწოდებელი, აქამდე უარს აცხადებდა, მეტოქე საუდის არაბეთთან თანამშრომლობაზე. ნავთობის ფასის დაცემამ გასულ წელს საგრძნობლად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. ნოვაკის თქმით, პირველმა მოლაპარაკებებმა, რომელიც შაბათ-კვირას გაიმართა, ხელი შეუწყო 5 და 6 ოქტომბერს ნავთობის ფასის ზრდას. ნედლი ნავთობის საერთაშორისო ნიშნულმა, ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე 50 დოლარს გადააჭარბა და ერთი ბარელი ნავთობის ფასი 51.92 დოლარი გახდა. ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრთან ალი ალ-ნაიმთან თურქეთში შეხვედრის შემდეგ, ალექსანდ ნოვაკმა აზრი შეიცვალა და ორი მხარე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდა.

XS
SM
MD
LG