Accessibility links

logo-print

ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში. 8 ოქტომბერს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგშია სირიასა და უკრაინაში შექმნილი ვითარება, ავღანეთში გართულებული უსაფრთხოების გარემო და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრებს. ბრიუსელში გაიმართებანატო-საქართველოს კომისიის სხდომაც ფორმატით - 28+1.

XS
SM
MD
LG