Accessibility links

თბილისის მერის გადადგომა მოითხოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ


თანამდებობიდან თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. "უმოქმედო, უგუნური, უპასუხისმგებლო და კორუფციაში ჩაფული - ეს ნარმანიას მაღალი სახელფასო დანამატებითა და სხვადასხვა საბიუჯეტო სიკეთით განებივრებული მთავრობაა, რომელმაც ქალაქში სრული კრახი განიცადა და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ცხოვრება ბევრად უფრო დაამძიმა“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში. ყოფილი მმართველი პარტიის შეფასებითვე, უსუსური და თავისი გუნდისგან გარიყული ნარმანია ვერ ახერხებს ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებასაც კი და იძულებულია მორჩილად შეასრულოს სპეცსამსახურების დავალებები. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ აქვს თბილისის მართვის წარმატებული გამოცდილება და პრობლემების ეფექტურად დაძლევის პროექტები, ამიტომ მზად არის არჩევნების გზით აიღოს პასუხისმგებლობა დედაქალაქში ვითარების გამოსწორებასა და ქალაქის შემდგომ განვითარებაზე.

XS
SM
MD
LG