Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დედაქალაქის მერი თანამდებობაზე არ უნდა რჩებოდეს


თბილისის მერის თანამდებობიდან დავით ნარმანიას გადადგომას ემხრობა პარტია „თავისუფალი დემოკრატები.“ მისმა წევრებმა დღეს მარშალ გელოვანის გამზირზე გამართეს აქცია, სახელწოდებით "უპატრონო თბილისი" და დაწყებული პროექტების დასრულება მოითხოვეს. საპროტესტო აქციის მონაწილის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მარშალ გელოვანის გამზირზე ოთხი თვეა მოძრაობა აკრძალულია და სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მათ დასრულებას, სავარაუდოდ, კიდევ ამდენივე დრო დასჭირდება. აბაშიძის თქმით, როცა მოსახლეობამ მერად დავით ნარმანია აირჩია, ინფორმაცია ჰქონდა, რომ მას მენეჯმენტის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსგავსი თვისებები მერს არ გააჩნია. "ყოველდღე ვხედავთ, რომ ქალაქის სამსახურების ხელმძღვანელები პანტა-პუნტით მიდიან თანამდებობიდან, არიან არაკვალიფიციურნი და თბილისი არა თუ ვითარდება, უკან მიდის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, მსგავსი სიტუაციის გამო, დედაქალაქის მერი თანამდებობაზე არ უნდა რჩებოდეს.

XS
SM
MD
LG