Accessibility links

logo-print

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ტოვებენ ავღანეთის ქალაქ ყუნდუზს


საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ტოვებენ ავღანეთის ქალაქ ყუნდუზს, სადაც გრძელდება მძიმე ბრძოლები და სადაც შემთხვევით დაიბომბა საავადმყოფო. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს პრესმდივნის, იენს ლერკეს განცხადებით, ქალაქ ყუნდუზში ამჟამად არ არის დარჩენილი არც ერთი ჰუმანიტარული ჯგუფი. ლერკეს თქმით, გაეროს ორმა წარმომადგენლობამ, ოთხმა ადგილობრივმა და 10-მა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ დროებით შეიცვალეს ადგილმდებარეობა ყუნდუზში მიმდინარე კონფლიქტისა და არასტაბილური ვითარების გამო. ამ განცხადების ფონს ქმნის ყუნდუზზე თალიბანის განახლებული იერიში, რომელიც მიმართულია პოლიციის შტაბ-ბინისა და მთავრობის შენობების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG