Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ჰოკეის ითამაშებს 7 ოქტომბერს, თავის დაბადების დღეზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰოკეის ითამაშებს 7 ოქტომბერს, თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად. ამის შესახებ 6 ოქტომბერს სოჭში განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომლის თქმითაც, უკვე ტრადიციად იქცა, რომ პუტინი დაბადების დღეზე ჰოკეის თამაშობს ძველ მეგობრებთან, ვეტერან ჰოკეისტებთან და „ღამის ჰოკეის ლიგის“ წევრებთან ერთად. „ღამის ჰოკეის ლიგაში“, რომელიც სოჭში 2011 წლიდან მართავს ფესტივალებს მთელი რუსეთის მოყვარული ჰოკეისტების გუნდების მონაწილეობით, პრეზიდენტისა და ვეტერანი ჰოკეისტების მხარდაჭერით შეიქმნა. წელს მაისში ამ ლიგის ერთ-ერთ მატჩი მონაწილეობდა პუტინი. მან 8 გოლი გაიტანა შეხვედრაში, რომელიც დასრულდა მისი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 18:6. პუტინს დღეს 63 წელი შეუსრულდა.

XS
SM
MD
LG