Accessibility links

logo-print

აშშ რუსეთს მოუწოდებს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემკვეთთა მოძებნისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, მოძებნოს ცნობილი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემკვეთი პირები. ეს განცხადება გავრცელდა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით. რუსი ჟურნალისტი ქალი, რომელიც კრიტიკულად აშუქებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობას, კორუფციას და ადამიანის უფლებების დარღვევას ჩრდილოეთ კავკასიაში, 2004 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მისივე სახლის სადარბაზოში. შარშან რუსეთში ორ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა, სამს კი მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით. პოლიტკოვსკაია მოკლეს პუტინის დაბადების დღეს, რის გამოც ზოგს გაუჩნდა აზრი, რომ მკვლელობა იყო „საჩუქარი“ პრეზიდენტისათვის.

XS
SM
MD
LG