Accessibility links

logo-print

აშშ უარს ამბობს სირიაში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ეშ კარტერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ დათანხმდა სირიაში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას, რადგან „ტრაგიკულად არასწორად“ მიაჩნია მოსკოვის სტრატეგია. კარტერი 7 ოქტომბერს რომში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გამოვიდა რუსეთის მიმართ ბრალდებით, რომ მისი საჰაერო დარტყმები არ არის მიმართული მხოლოდ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რაც ვაშინგტონს "ძირეულ შეცდომად" მიაჩნია. თუმცა კარტერმა აღნიშნა ისიც, რომ შეერთებული შტატები მზად არის მფრინავების უსაფრთხოების საკითხზე მოსკოვთან ტექნიკური დისკუსიებისათვის.

XS
SM
MD
LG