Accessibility links

logo-print

თბილისში სოციალურად დაუცველები მიიღებენ დახმარებას ელექტროენერგიის გაძვირების გამო


თბილისში მიმდინარე თვიდან იწყება ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება სოციალურად დაუცველთათვის. ამის შესახებ 7 ოქტომბერს გამოაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ: „მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათას ერთეულს, მათ, გარდა იმისა, რომ 2015 წლის იანვრიდან კომუნალური ვაუჩერის ღირებულება გაუორმაგდათ, ისინი ოქტომბრის თვიდან მიიღებენ კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას“. ნარმანიას თქმით, რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ისინი, ჩვეულებრივად, თვეში 20 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) გასულ თვეში მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის, საშუალოდ, 4 თეთრით გაზრდის შესახებ. მანამდე ელეტროენერგია საქართველოს რეგიონებშიც გაძვირდა.

XS
SM
MD
LG