Accessibility links

logo-print

„ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს


„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტიქიის გამო გათიშული აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენისთვის. როგორც "ინტერპრესნიუსი" კომპანიაზე დაყრდნობით წერს,წუხელ აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა დატბორა მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქობულეთი", რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში. რაც შეეხება გურიის რეგიონს, გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, ლანჩხუთში ადიდებულმა მდინარე შუთიმ წაიღო 4 საყრდენი ბოძი, რამაც გამოიწვია 1500-მდე აბონენტის გათიშვა; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ოზურგეთსაც, სადაც ამ დროისთვის გათიშულია 1500-მდე აბონენტი.

XS
SM
MD
LG