Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ექსპერტები წყვეტენ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას


ევროსაბჭოს ექსპერტები წყვეტენ აზერბაიჯანთან ადამიანის უფლებების სფეროში თანამშრომლობას. ისინი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ნათქვამია საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა უკვე აცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად დასახელდა აზერბაიჯანში ვითარების "დრამატული გაუარესება".

XS
SM
MD
LG