Accessibility links

logo-print

ჯონ კირბი: ასადი კვლავაც იღებს რუსეთის მხარდაჭერას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიაში რუსეთის თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების 90 პროცენტზე მეტი მიემართება არა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებსა და „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებულ დაჯგუფებებისკენ, არამედ იმ ოპოზიციურ ძალებზე, რომლებსაც სურთ სირიის უკეთესი მომავალი და არ სურთ ასადის ხელისუფლების შენარჩუნება. ეს არის პირველი ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის საჰაერი ძალების მონაწილეობის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯონ კირბის განცხადებით, „პრინციპულ საკითხს წარმოადგენს ის, რომ ასადი კვლავაც იღებს მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან და კვლავაც აყენებს ტკივილს მის ხალხს, ოპოზიციის ჩათვლით. კრემლი, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დიდ შეცდომას უშვებს. ეს ძალიან სარისკო პოლიტიკაა“, - ამბობს კირბი.

XS
SM
MD
LG