Accessibility links

რუსეთ-თურქეთის გაზსადენის პროექტის მშენებლობა შესაძლოა შეჩერდეს


რუსეთის გიგანტური კომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ შესაძლოა გადაიდოს მსხვილი გაზსადენის მშენებლობა სირიაში რუსეთის სამხედრო ავიაციის მოქმედების შედეგად მოსკოვსა და ანკარას შორის წარმოქმნილი მზარდი დაძაბულობის გამო. „ვინაიდან არ არსებობს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, პროექტის ვადები შესაძლოა გადაიდოს“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე მედვედევმა, რომელმაც დასძინა, რომ შეფერხების მიზეზს არ წარმოადგენს არანაირი პოლიტიკური ფაქტორი. ლაპარაკია "თურქეთის ნაკადის" სახელით ცნობილ გაზსადენის პროექტზე, რომლის მშენებლობის გაგრძელებაზე ანკარამ და მოსკოვმა გასულ თვეში მოილაპარაკეს, რუსეთის მიერ იმპორტირებული გაზის საფასურის თაობაზე არსებული უთანხმოების მიუხედავად.

XS
SM
MD
LG