Accessibility links

logo-print

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია სვეტლანა ალექსიევიჩს მიენიჭა


ბელორუს გამომძიებელ ჟურნალისტსა და მწერალ ქალს სვეტლანა ალექსიევიჩს ლიტერატურის დარგში 2015 წლის ნობელის პრემია მენიჭა. „მისი პოლიფონიური თხზულებები ჩვენი დროის ტკივილისა და გამბედაობის ძეგლია“, - აღნიშნა ლაურეატის გამოცხადების დროს შვედეთის აკადემიამ. 67 წლის ალექსიევიჩის შემოქმედება ასახავს ისეთ ეპოქალურ მოვლენებს, მათ შორის ჩერნობილის ბირთვული კატასტროფასა და საბჭოთა კავშირის დაშლას, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ბელორუსიის ცხოვრებაზე საბჭოთა ეპოქაში და მის შემდეგაც. მისი ორი რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ და „სეკონდ ჰენდი დრო“, თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ საბჭოთა თაობას ეხება. სვეტლანა ალექსიევიჩს 960 ათას დოლარი გადაეცემა.

XS
SM
MD
LG