Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის ოთხი რაკეტა ირანში ჩამოვარდა


ცნობების თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ფრთოსანი რაკეტებიდან, რომლებიც რუსეთმა სირიის მიმართულებით ისროლა, ოთხი ირანში ჩამოვარდა. ოფიციალური პირები, რომელთა ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა ამ რაკეტებმა მნიშვნელოვანი ზარალი ირანში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს კომენტარზე. მოსკოვმა 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ კასპიის ზღვაში მყოფი სამხედრო ხომალდებიდან 26 ფრთოსანი რაკეტა ესროლა სამიზნეებს სირიაში.

XS
SM
MD
LG