Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატო მზადაა უფრო დიდხანს დარჩეს ავღანეთში


ნატო მზადაა ავღანეთში დატოვოს კიდევ უფრო დიდი ჯარი, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი, განაცხადა გაერთიანების თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში 8 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმის, საჭიროების შემთხვევაში გაერთიანება მზადაა უფრო დიდხანს დარჩეს ქვეყანაში. გარდა ამისა, ავღანეთის ჯარებმა კვლავ დაიბრუნეს სტრატეგიული ქალაქი ყუნდუზი, რომელიც წინა თვეში თალიბანმა აიღო. ქალაქის დაცემამ ნატოს მიერ გაწვრთნილი ავღანელი სამხედროების შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენა. ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს მოუწოდა, რომ ავღანელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად უფრო მეტი დრო გამოყოს. ეშ კარტერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა ვარაუდი სამომავლო გეგმების შეცვლასთან დაკავშირებით. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიერმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ გადახედონ გერმანიის ჯარების ავღანეთში უფრო დიდხანს დარჩენის საკითხს. მიმდინარე მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობას 1000-მდე შეამცირებს. თუმცა საკითხს კიდევ განიხილავენ ეშ კარტერი და სამხედრო მეთაური, გენერალი ჯონ კემპბელი, რომელიც ავღანეთში უფრო დიდი არმიის ყოფნის მომხრეა.

XS
SM
MD
LG