Accessibility links

სტოლტენბერგი: ალიანსი ავღანეთში მისიის მომავალზე მსჯელობს


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ემზადება ავღანეთში წვრთნის და საკონსულტაციო მისიის მომავალზე გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს მისია შარშან ჩაენაცვლა ნატოს საბრძოლო ოპერაციებს და 2016 წელს უნდა დასრულდეს. ავღანეთში აშშ-ის და ნატოს ჯარების სარდლის, გენერალ ჯონ კემპბელის განცხადებით, მან პრეზიდენტ ბარაკ ობამას ურჩია, გადასინჯოს გეგმა და 1000 ჯარისკაცზე მეტი დატოვოს ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშ კარტერის განცხადებით, ვაშინგტონი ნატოელ მოკავშირეებს სთხოვს „მოქნილ პოზიციას“ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საკითხში. როგორც კარტერმა 8 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანამ მიანიშნა თავის მზადყოფნაზე, შეცვალოს გეგმები და პოზიცია.

XS
SM
MD
LG