Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 152 მსჯავრდებული


საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 152 მსჯავრდებული. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტარაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის პირევლმა პირმა შეწყალების მორიგ აქტს ხელი დღეს მოაწერა. ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალებულთაგან 103 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 49-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.ამასთან, შეწყალებული პატიმრებიდან 14 ქალი, 8 კი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

XS
SM
MD
LG