Accessibility links

logo-print

პოროშენკომ და ნაზარბაევმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს


პოროშენკო და ნაზარბაევი

პოროშენკო და ნაზარბაევი

უკრაინისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს ორმხრივი ურთიერთობების თაობაზე. პოროშენკომ და ნაზარბაევმა 9 ოქტომბერს იმსჯელეს ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, სადაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისა და უკრაინის არმიის საომარ შეტაკებებს 2014 წლის აპრილიდან 7500-ი ადამიანი შეეწირა. კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პოროშენკომ, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს ჩავიდა, „ფრთხილი ოპტიმიზმით“ ისაუბრა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ცეცხლის შეწყვეტის სასიკეთო ნიშნებზე, რაც მინსკში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების სრული განხორიცელების შესაძლებლობას იძლევა. ნაზარბაევმა განაცხადა, რომ კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ მისი ქვეყანა მთლიანად უჭერს მხარს მინსკის პროცესს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG