Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პოლიციის ცნობით, 100-მდე თალიბი მოკლეს ყანდაარის პროვინციაში


ავღანეთის პოლიციის განცხადებით, 100-მდე თალიბი მოკლეს და თითქმის 50 დაჭრეს სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც ნატოს საჰაერო მხარდაჭერით განხორციელდა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. როგორც ყანდაარის პოლიციის პრესმდივანმა, ზია დურანმა უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს, ოპერაცია წუხელ განხორციელდა მას შემდეგ, რაც ყანდაარში მდებარე შორაბაკის რაიონში ათობით მეამბოხე გადავიდა მეზობელი პაკისტანიდან. დურანი აცხადებს ასევე, რომ ოპერაციის დროს განადგურებულ იქნა ათობით მოტოციკლეტი და სხვა სატრანსპორტო საშუალება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და აღჭურვილობა, რაც მეამბოხეებს ეკუთვნოდა. ხოლო ავღანელი ჯარისკაცების რიგებში მსხვერპლი არ ყოფილა. თალიბანს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ამ შეტაკების შესახებ.

XS
SM
MD
LG