Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფო" წინ მიიწევს სირიაში, რუსეთის საჰაერო დარტყმების მიუხედავად


სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტები აცხადებენ, რომ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ" რამდენიმე სოფელი დაიპყრო ქალაქ ალეპოს მახლობლად. ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის, "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ცნობით, ექსტრემისტებმა რამდენიმე სოფლიდან განდევნეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან მებრძოლი სხვა ჯგუფები. „ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი, რამი აბდულრაჰმანი აღნიშნავს, რომ ექსტრემისტების წინსვლა მოჰყვა სირიაში რუსეთის საჰაერო დარტყმებს, რომლებიც, მოსკოვი როგორც ირწმუნება, მიზნად ისახავს „ისლამური სახელმწიფოს“ დასუსტებას. არადა, აბდულრაჰმანის მონაცემებით, რუსეთის საჰაერო დარტყმების სულ 10% იყო მიმართული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. 9 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა დარტყმები მიაყენეს 60-ზე მეტ „ტერორისტულ სამიზნეს“ სირიაში.

XS
SM
MD
LG