Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონბასში მომავალი წლის გაზაფხულამდე გადაავადეს რეგიონული არჩევნები


დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ შაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2016 წლის 20 აპრილს ითვალისწინებს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას. მანამდე დონბასში ამა წლის 18 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო ადგილობრივი არჩევნები. ანალოგიური განცხადება გააკეთა შაბათს ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმაც. თუმცა, როგორც ლუგანსკისა და დონეცკის დე-ფაქტო ლიდერები აღნიშნავენ, არჩევნების გადავადება უკავშირდება მხოლოდდამხოლოდ პარიზში გამართული „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრას. მანამდე კი დონბასელთა მტკიცებით, კიევმა უნდა შეასრულოს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რაც დონბასისათვის „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG