Accessibility links

ბელორუსიის ოპოზიცია 11 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს


ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა 10 ოქტომბერს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში, სადაც აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს მოსახლეობას, რათა ბოიკოტი გამოუცხადონ 11 ოქტომბრის არჩევნებს. კვირას ბელორუსიაში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, ქვეყნის დიქტატორი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გაიმარჯვებს. იგი 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. 10 ოქტომბერს მინსკის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორები იყვნენ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატები - ნიკოლაი სტატკევიჩი და ვლადიმერ ნეკლიაევი, რომლებმაც უკვე უწოდეს საპრეზიდენტო არჩევნებს წინასწარ ფალსიფიცირებული. პოლიციას აქციისათვის ხელი არ შეუშლია. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო, ბელორუსიის ხელისუფლების 200-მდე მოხელე და სახელმწიფო საწარმო იმყოფება აშშ-ისა და ევროპის სანქციების ქვეშ.

XS
SM
MD
LG