Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა


თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამდღიანი გლოვა გამოცხადდა 10 ოქტომბერს ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის დროსაც 86 ადამიანი დაიღუპა. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, გადაწყვეტილება მთავრობამ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მიიღო. 10 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა თურქეთის დედაქალაქის ცენტრალური რკინიგზის მახლობლად, სადაც მოქალაქეები „თავისუფლების მარშზე“ შეიკრიბნენ და აპროტესტებდნენ თურქეთის მთავრობასა და ქურთ ექსტრემისტებს შორის ბრძოლებს, რაც მეორე თვეა გრძელდება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. თურქეთის მთავრობამ აფეთქებას ანკარაში „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაცია მისცა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა მას „ამაზრზენი დანაშაული“ უწოდა.

XS
SM
MD
LG