Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


ბელორუსიაში დილიდან დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგიც წინასწარ არის ცნობილი. არჩევნებში, რომელშიც სულ 4 კანდიდატი მონაწილეობს, გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელიც 1994 წლიდან ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ახალმა ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა შაბათს განაცხადა, რომ ლუკაშენკო ნდობას არ იმსახურებს. მისი ამ განცხადების ავტორია ევროკავშირი, რომელიც აპირებს მოუხსნას სანქციები ბელორუსიის პრეზიდენტსა და მის რამდენიმე დაახლოებულ მოხელეს. 10 ოქტომბერს ბელორუსიის დედაქალქ მინსკში ოპოზიციის მშვიდობიანი საპროტეტსო აქცია გაიმართა. მისმა ორგანიზატორებმა ნიკალაი სტატკევიჩმა და ვლადიმერ ნეკლიაევმა უკვე უწოდეს საპრეზიდენტო არჩევნებს წინასწარ ფალსიფიცირებული. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოზიციის წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო, ბელორუსიის ხელისუფლების 200-მდე მოხელე და მსხვილი კომპანია იმყოფება აშშ-ისა და ევროპის სანქციების ქვეშ.

XS
SM
MD
LG