Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი და რუსეთი წარმატებას აღწევენ სირიაში უსაფრთხო ოპერაციის საკითხში


პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-მა და რუსეთმა მიაღწიეს პროგრესს მოლაპარაკებებში, რომელიც შეეხებოდა უბედურ შემთხვევების პრევენციას სირიის საჰაერო სივრცეში, სადაც რუსეთის საბრძოლო ავიაცია სულ უფრო აფართოებს საავიაციო იერიშებს. მოლაპარაკება 10 ოქტომბერს გაიმართა ვიდეოკონფერენციის სახით, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის პიტერ კუკის გაცხადებით, 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელიც უახლოეს ხანებში კვლავ განმეორდება. რუსეთი აცხადებს, რომ მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა 10 ოქტომბერს 64 საავიაციო იერიში მიიტანეს ექსტრემისტული დაჯგუფებების 55 ობიექტსა და სამხედრო ტექნიკაზე. რუსეთმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის თხოვნით 30 სექტემბერს დაიწყო საავიაციო კამპანია სირიაში, რასაც დასავლეთი კრიტიკულად ეკიდება.

XS
SM
MD
LG