Accessibility links

logo-print

ირანმა შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა გამოსცადა


ირანმა კვირას განაცხადა, რომ წამატებით გამოსცადა შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა, რაც ირანული წარმოების პირველი ასეთი კატეგორიის იარაღია, რომელიც მიწიდან იმართება მანამ, სანამ არ მიაღწევს მიზანს. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსიმ“ გამოაქვეყნა რაკეტა „ემადის“ ფოტო. თუმცა, უცნობია ინფორმაციები მისი პარამეტრებისა და მოქმედების რადიუსის შესახებ. ვინაიდან ბალისტიკური რაკეტა ბირთვული იარაღის გადატანის საშულებას წარმომადგენს, ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეული საერთაშირისო შეთანხმების შემდეგ მიღებულ რეზოლუციაში, გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა ირანს, რათა თეირანმა უარი თქვას ბალისტიკური რაკეტების შემუშავებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შექმნისკენ მიმართულ ნებისმიერ საქმიანობაზე.

XS
SM
MD
LG