Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საღამოსთვის არჩევნებში ბელორუსიაში ამომრჩეველთა 74%-მა მისცა ხმა


საარჩევნო უბნების დახურვამდე 3 საათით ადრე, ბელორუსიაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 74%-მა მისცა ხმა კანდიდატს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს. გამარჯვებას კი საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს უწინასწარმერტყევებენ. ერთი დღით ადრე ბელორუსიის ოპოზიციამ უკვე უწოდა არჩევნებს „ფალსიფიცირებული“ და ამომრჩევლებს ბოიკოტისაკენ მოუწოდა. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ახალმა ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა შაბათს განაცხადა, რომ ლუკაშენკო ნდობას არ იმსახურებს. მისი ამ განცხადების ავტორია ევროკავშირი, რომელიც აპირებს მოუხსნას სანქციათა ნაწილი ბელორუსიის პრეზიდენტსა და მის რამდენიმე დაახლოებულ მოხელეს.

XS
SM
MD
LG