Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაფუძნდა ახალი პარტია „საქართველოს მშვიდობისათვის“


2016 წლის არჩევნებისთვის კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ძალა ემზადება. „საქართველო მშვიდობისთვის“, - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძეა. მას 1998-2004 წლებში ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტი. პროფესიით ფილოსოფოსი დავით თევზაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილეა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. „ღირსება, პროფესიონალიზმი და წესრიგი“, - ამ სლოგანით ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია, რომლის დამფუძნებელი ყრილობა 11 ოქტომბერს გაიმართა. როგორც დავით თევზაძემ განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ახალი პარტია ოპონირებას გაუწევს ყველა პოლიტიკურ ძალას და ის პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, სამეცნიერო წრეებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანებს.

XS
SM
MD
LG