Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დასრულდა ხმის მიცემის პროცესი


ბელორუსიაში, სადაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა, დაიხურა საარჩევნო უბნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე ამომრჩეველთა 82%-ს ჰქონდა ხმა მიცემული კანდიდატისათვის, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს. გამარჯვებას კი საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს უწინასწარმერტყველებენ. ერთი დღით ადრე ბელორუსიის ოპოზიციამ უკვე უწოდა არჩევნებს „ფალსიფიცირებული“ და ამომრჩევლებს ბოიკოტისაკენ მოუწოდა. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ახალმა ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა შაბათს განაცხადა, რომ ლუკაშენკო ნდობას არ იმსახურებს. მისი ამ განცხადების ავტორია ევროკავშირი, რომელიც აპირებს მოუხსნას სანქციათა ნაწილი ბელორუსიის პრეზიდენტსა და მის რამდენიმე დაახლოებულ მოხელეს

XS
SM
MD
LG