Accessibility links

logo-print

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონთან


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სტუმრად, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონთან, გერმანიის ნაკრებთან - 1:2. თამაში ლაიფციგში "რედ ბულ არენაზე" გაიმართა. გერმანიის ნაკრებმა, ქართველი მეკარის, ნუკრი რევიშვილის კარგი თამაშის წყალობით მხოლოდ მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე გახსნა ანგარიში. გოლი 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა თომას მიულერმა. სამი წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ბრწყინვალე დარტყმით გაქვითა ანგარიში. გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა მაქს კრუზემ. ამ თამაშით გერმანია „დ“ ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ადგილზე გასულ პოლონეთის ნაკრებთან ერთად ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა მესამე ადგილზეა ირლანდიის ნაკრები, რომელიც პრეიოფში გააგრძელებს ბრძოლას საფრანგეთის საგზურის მოსაპოვებლად. საქართველომ 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე გავიდა.

XS
SM
MD
LG