Accessibility links

logo-print

ფიქრია ჩიხრაძე დაინიშნა პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად


პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად დაინიშნა ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც დღემდე პარტიას, "ახალ მემერჯვენეებს" ხელმძღვანელობდა. „ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძის წარდგენისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად დაგეგმავენ მონაწილეობას საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანას აქვს.

XS
SM
MD
LG